(რეზონანსი) გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით სამართალდამცავია არიან მობილიზებული.
სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
გასულ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის სათანადოდ მომზადებული არ იყო.
ამის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ მომდევნო პროცესზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდებოდა იმ პარლამენტარებისა და ადამიანების უმრავლესობა, ვინც ვინც კირკიტაძეს პირადად უდგებოდა თავდებში.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
საქმე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხესთან მომხდარ დაპირისპირებას.