რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებისგან პროტესტი მოყვა. ისინი ბესიკ ტაკიძის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ.

"იმას მოვკლავ და მე ჩავჯდები ციხეში" - განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგი მოკლულის ერთ-ერთმა ახლობელმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ცოტა ხნის წინ მიღო. როგორც მოსამართლემ განაცხადა, მან გადაწყვეტილება გუშინ ვერ გამოაცხადა, ვინაიდან მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებებს კიდევ ერთხელ გადახედა.

ბუტა ანთაძე ზაფხულში, სოფელ მუხაესტატეში თანასოფლელმა ცივი იარაღით მოკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×