თბილისში უკვე ნარჩენების დახარისხების 25 სტენდია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ წინასწარ დახარისხებული ნარჩენები – პლასტმასის, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს კომპანია “სუფთა სამყარო”, რომელიც ნარჩენებს წინასწარ ამუშავებს და აწვდის გადამამუშავებელ კომპანიებს: ქაღალდსა და შუშას — ადგილობრივ კომპანიებს, ხოლო პლასტმასას და ალუმინს ექსპორტზე გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში — მათ შორის, თურქეთსა და უკრაინაში.
ნარჩენების დახარისხების სტენდები მოეწყო USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (ფაზა II) და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით.
საქართველოში წელიწადში 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, ამ ნარჩენების უმეტესი ნაწილი – ორგანული ნარჩენი, ქაღალდი, მეტალისა და პლასტმასის ნარჩენები – გადამუშავებადია. ნარჩენების გადამუშავების შედეგად მცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, იზოგება ბუნებრივი რესურსები და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
მოქალაქეებს ახლა უკვე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის მოსახერხებელი მისამართი და დაიწყონ ქაღალდის, პლასტმასის, შუშისა და ალუმინის ნარჩენების დახარისხება.
ნარჩენების დახარისხების სტენდების მისამართები დეტალურად:
1. სასტუმრო ძველი მეიდანი – სამღებროს ქ. N9/11
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ების შენობა – დიმიტრი გულუას ქ. N6
3. ჰოსტელი ფაბრიკა – ეგნატე ნინოშვილის ქ. N8
4. სუპერმარკეტი კარფური (GTC) – ვეკუას ქ. N3
5. №54 საჯარო სკოლა – ზაქარია ფალიაშვილის ქ. N59
6. კავკასიის ფრანგული სკოლა – ილია ჭავჭავაძის გამზ. N76ბ
7. ჰიპერმარკეტი გუდვილი – ფარნავაზ მეფის გამზ. N1
8. სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. N2
9. მწვანე სკოლა – ევგენი მიქელაძის ქ. N10/9
10. ბენზინგასამართი სადგური Gulf – ჯავახეთის ქ. N1
11. ვაკის რაიონის გამგეობა – მიხეილ თამარაშვილის ქ. N10ა
12. დიდუბის რაიონის გამგეობა – აკაკი ბელიაშვილი ქ. N1
13. ნაძალადევის რაიონის გამგეობა – დავით გურამიშვილის გამზ. N16ა
14. ისნის რაიონის გამგეობა – ნავთლუღის ქ. N8/1
15. №32 საჯარო სკოლა – არნოლდ ჩიქობავას ქ. N17
16. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი – ილია ჭავჭავაძის გამზ. N1
17. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – უნივერსიტეტის ქ. N11
18. მეტრო სადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი – სანდრო ეულის ქ. N7
19. ექსპო ჯორჯია, გამოფენების ცენტრი – აკაკი წერეთლის გამზ. N118
20. საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის VI კორპუსი – მერაბ კოსტავას ქ. N77
21. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – ვაჟა-ფშაველას გამზ. N33
22. №62 საჯარო სკოლა – ჟიული შარტავას ქ. N20
23. ლისი ვერანდას დასახლება - ტირიფების ქ. N1
24. თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა – წყნეთის გზატკეცილი N63
25. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მარშალ არჩილ გელოვანის ქ. N6

