რეზონანსი
12.03.2019

 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, შესახვევი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიება არ იგეგმება და მის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ ზოგადი რეკომენდაცია იყო.

„საუბარი მქონდა იმაზე, რომ უაქციზოდ არ უნდა იყიდებოდეს თუთუნი. მე ფასის ზრდაზე არანაირი ინიციატივა არ დამიყენებია და არავინ არაფრის გაძვირებას აპირებს, ეს არის ტყუილი აჟიოტაჟი", - აცხადებს ზოიძე.

იგი ამ თემის ირგვლივ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებასაც გამოეხმაურა.

„აგრესია მოყვა იმ ფაქტის კონსტატაციას, რომ რაც უფრო დიდია თამბაქოს ფასი, მით უფრო ნაკლები ადამიანი მოიხმარს მას. როდესაც პირველადი საჭიროების პროდუქტები ძვირდება ინფლაციის თუ სხვა რამის გამო, ადამიანების აგრესია გასაგებია. თუმცა, თამბაქო მათ სიაში არაა. პირიქით, ამ ნარკოტიკზე თავის დანებებით ადამიანებს ექნებათ საშუალება ეს თანხა ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტს მოახმარონ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნათია ფეხშველაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×