რეზონანსი
12.03.2019

 ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ბრიუსელისა და მოსკოვის პილიტიკური ურთიერთობების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი აღარაა ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი. გარდა ამისა, ევროპარლამენტი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს, რადგან იგი აძლიერებს ევროკავშირის  დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, ასევე  ემუქრება  ევროპულ ბაზარს და ამ მილსადენის არ  შეესაბამება  ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას.

დოკუმენტი აგრეთვე შეიცავს მოწოდებას ევროკავშირისადმი, რომ განიხილოს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ პერსონალური სანქციების  გაფართოების და შეზღუდოს რუსეთის წვდომა ფინანსებთან და ტექნოლოგიებთან

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დიპლომატიურ უწყებებს, რომ „დაუყოვნებლივ შემუშავდეს საკანონმდებლო წინადადებები  ევროკავშირის ერთიანი „მაგნიტსკის კანონის“ მისაღებად.

რეზოლუციის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოეს ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად, რამდენადაც იგი აღარ იცავს თანამშრომლობისა და პარტნიორობის პრინციპებს. შესაბამისად, ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან დაკავშირებით თავიანთი საგარეო პოლიტიკის გადახედვას ურჩევს.

რეზოლუციის ინიციატორი გახლავთ ევროდეპუტატი ლატვიიდან სანდრა კალნიეტე. 

კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი დაუჭირა 402-მა დეპუტატმა, 163 წინააღმდეგი იყო, ხოლო 89-მა თავი შეიკავა.

ნინი იკაევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×