რეზონანსი
14.03.2019

 (რეზონანსი) გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში რუსმა ოკუპანტებმა 30 წლის ლევან ძაძუა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, სასტიკადაა ნაცემი.

„უპატიოსნესი ბიჭი, არ ვიცით რას ერჩოდნენ, ყველანი გაოგნებულნი ვართ. ე.წ. „ომონის" ხალხს აუყვანიათ. ნაცემია სასტიკად. ისიც არ ვიცით აფხაზები არიან თუ რუსები. სოხუმში ჰყავთ გადაყვანილი", - განუცხადეს „პრაიმტაიმს" ლევან ძაძუას ოჯახის ახლობლებმა

ოჯახის ახლობლების განცხადებით, უცხო პირები გამთენიის ხუთ საათზე მის სახლში შეცვივდნენ და წაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×