ია აბულაშვილი
14.03.2019

 "საზოგადოება განწყობილია რადიკალური ცვლილებებისათვის, "ოცნებაში" ეს განწყობა არ არის და საზოგადოების ამ დაკვეთას ვერ შეასრულებს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოება გაჰყვეს იმ ძალას, რომელიც რეფორმების დაჩქარების ლოზუნგით გამოვა", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მმართველ პარტიაში მიმდინარე ცვლილებებს.

"ახალი სახეების ძიება - ეს არის მცდელობა, მაგრამ ახალი სახეების გამოჩენა ვერ უშველის, რადგან "ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა, უკვე გაცვეთილია და მის მიმართ ნდობა შერყეულია.

"საზოგადოება განწყობილია რადიკალური ცვლილებებისათვის, "ოცნებაში" ეს განწყობა არ არის და საზოგადოების ამ დაკვეთას ვერ შეასრულებს.

"საზოგადოებამ, რომლის განწყობები მუდმივად იცვლება, შეიძლება, მხარი დაუჭიოს იმ ძალას, რომელიც გამოვა რეფორმების დაჩქარების ლოზუნგით, ამიტომ "ოცნება" უნდა შეეგუოს, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს.

"რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალების გამოჩენას, ასეთი მცდელობები იქნება, რადგან არჩევნებისათვის ყველა ცდილობს, შექმნას ჯგუფი თუ საზოგადოებრივი მოძრაობები, მაგრამ მხოლოდ ცნობადი სახეები ვერ გახდებიან გამწევი ძალა, ამას სჭირდება როგორც ფინანსები, ასევე - ახალი ხედვები.

"ასე რომ, 2020 წლისათვის მოძრაობები ბევრი იქნება, რომლებიც შემდეგ შეუერთდება იმ მატარებელს, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

"ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლაც არ არის გამორიცხული, რადგან ამას ბევრი ელოდება და შეიძლება, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალოს, თუმცა ხაზარაძე დღეს ყოყმანობს და გამწვავებაზე არ მიდის.

"თუ მიხვდა, რომ ეს ტაქტიკა არ ამართლებს, შეიძლება, წავიდეს პოლიტიკაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ოპოზიციის კონსოლიდაციაში არა "ნაციონალებთან", მაგრამ საერთო ენა გამონახოს სხვა პარტიებთან ან სულაც ახალი პარტია შექმნას", - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ფოტო: "ხაზარაძე დღეს ყოყმანობს და გამწვავებაზე არ მიდის, მაგრამ თუ მიხვდა, რომ ეს ტაქტიკა არ ამართლებს, შეიძლება, წავიდეს პოლიტიკაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ოპოზიციის კონსოლიდაციაში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×