რეზონანსი
16.03.2019

 ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოფიციალურ მხრადაჭერას სოხუმში დაბნეულობა მოყვა. შეგახსნებეთ, რო ვანუატო იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ბოლო წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ვანუატუს მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა.

„დიახ, მე გავეცანი ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, მაგრამ დღემდე ამ სახელმწიფოსაგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევის შესახებ ოფიციალური ნოტა არ მიგვიღია", -განაცხადა კოვემ.

ვანუატუს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა რალფ რეგენვანუმ პარასკებს, 15 მარტს თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი სახელმჭიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეგენვანუმ თავისი წინამორბედი დაადანაშაულა იმაში, რომ 2011 წელს იგი გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ნინი იკაევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×