რეზონანსი
16.03.2019

 (რეზონანსი) ხურვალეთში, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ. ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს, რომლებმაც სოფელი დაათვალიერეს. ამის შესახებ სააგენტო "ნიუპოსტი" იუწყება.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, რომ გაკაფულია ბაღები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს ტერიტორია ახალი მავთულხლართებისთვის მოასუფთავეს.

ამ დროისთვის ხურვალეთში შესვლა ისევ შეზღუდულია.

სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.

„იმ ბაღებში, რომელზეც არის საუბარი, იყო ჩვეულებრივი ჯაგნარი, რომელზეც ჩვენ ვაპირებდით 15 რიცხვში გასუფთავებას, გამომდინარე იქიდან, რომ გვთხოვეს, არ დაძაბულიყო სიტუაცია ოკუპანტებთან, ჩვენ ეს ღონისძიება გადავდეთ. დღეს რომ შევედით, ის ბაღი იყო გასუფთავებული, სადაც ვვარაუდობდით და იყო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები იყვნენ შემოსულები," - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ, ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×