რეზონანსი
16.03.2019

 რუსეთში „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის" გასტროლები შეიძლება ჩაიშალოს. რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ განკარგულება გასცა, რომ გადამოწმდეს, მართლაც უწოდა თუ არა ქართული ბალეტის ხელმძღვანელმა რუსებს „ოკუპანტები".

„მე ვნახე ეს ინფორმაცია და მივეცი გადამოწმების განკარგულება, შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს. ვნახოთ... ჯერ შევამოწმოთ, რა იყო იქ და როგორ", - განაცხადა მედინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის" გასტროლები რუსეთში აპრილშია დაგეგმილი. 10 აპრილს ისინი კრემლში გამოვლენ, რაც ქართული საზოგადოების ნაწილში კრიტიკულ შეფასებებსა და დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს.

ამის საპასუხოდ „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის" ხელმძღვანელმა გელა ფოცხიშვილმა განაცხადა, რომ ისინი მოსკოვში „არა ვინმეს გასართობად, არამედ ოკუპანტებისთვის იმის საჩვენებლად მიდის, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ".

ნინი იკაევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×