რეზონანსი
16.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

არ ვიცი რამდენი ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ამ გზამ, ან რამდენი უნდა ვწერო გომბორის გზაზე, რომ ვინმემ

ყურადღება მიაქციოს. დასკვნაც მოვამზადეთ შესაბამისი რეკომენდაციებით, მაგრამ რა?!

ცნობისთვის, გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს „ჯიპის" მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×