რეზონანსი
17.03.2019

 (რეზონანსი) ლუდა სალია, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში ხურვალეთიდან, რომ რუსი ოკუპანტები სოფელში შევიდნენ, ფოტოებს აქვეყნებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას აკრიტიკებენ და პროვოკაციაში დებენ ბრალს.

,,ეს ადგილები, ხურვალეთელო მეზობლებო, გეცნოთ თუ არა! ეგ გუშინდელ ფოტოებია. აბა, რომელმაც თქვით, არ გვინახავსო, მე განახეთ ახლა, რადგან არ მიგიშვეს! რომლებმაც თქვით, არ იყვნენო, ახლა არ მითხრათ, რომ არ გეცნოთ ეს ეზო და მის უკან რომ დგას გურამა გუცაევის სახლი.

მე ყოველთვის ვიქნები ოკუპანტის მტერი და მამხილებელი, თქვენ კი როგორც ნამუსმა გიკარნახოთ, ისე ქენით, ჩემო კარგებო. რა ვქნა, მაინც მიყვარხართ, რადგან შიში და უიმედობაა თქვენი თანგზავრია. უფალმა შეგინდოთ", - წერს ლუდა სალია.

 

 

"სარკენიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×