რეზონანსი
17.03.2019

 (რეზონანსი) ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის" მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება პიროვნული ხასიათის არ არის და სათავეს იღებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებისგან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა "გამანადგურებელი ჭირის" სახით "ახრჩობს" ქვეყანას.

ვასაზის თქმით, იგი არ მოერიდება ივანიშვილთან თუ სხვებთან დაპირისპირებას, რადგან მიიჩნევს, რომ მისი სამშობლო საფრთხეშია.

"რაღა ჯანდაბა "ქართული ოცნება" ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ "ქართული ოცნება" ნამდვილად არა". - აცხადებს ლევან ვასაძე.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×