რეზონანსი
18.03.2019

 ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გარემოებების დასადგენად ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება გამოიკვლია. პროკურატურის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

„პროკურორებმა სასამართლო პროცესზე დაკითხეს 40-მდე მოწმე და გამოიკვლიეს საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება. პროცესი გაგრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ დამოუკიდებლად მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის შესაბამისად, მათი მხრიდან იგეგმება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე იმ პირების გამოკითხვა, რომელთა უმეტესობას საგამოძიებო პროცესში უმნიშვნელო ფუნქციები აქვთ შესრულებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად გავლენ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×