რეზონანსი
18.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები შეაყარა, შემდეგ კი ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ.

დაძაბული ვითარება მანდატურებმა განმუხტეს, რის შემდეგაც ოთარ კახიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ.

 

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×