"გაერთიანებული ოპოზიციას გეგმებზე ვერ ვისაუბრებ და არც ის ვიცი ვის კანდიდატურას დააყენებს ზუგდიდში მერის არჩევნებზე, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ არჩევანი ნიკა მელიაზე შეჩერდეს"- აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": 20 ოპოზიციური პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. თუმცა, გაერთიანებული ოპოზიცია არც ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს.
ნიკა ჩიტაძე: ფაქტია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია აქტიურდება და ვფიქრობ, რომ ყველა პროდასავლური ძალა უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის მისაღწევად.
ჩემი აზრით, ვადამდელ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი არის ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნება" თანახმაა არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს ჩატარდეს, ვფიქრობ, რომ არჩევნები პროპორციული სისეტემით 2020 წელს უნდა ჩატარდეს და მომავალ პარლამენტში სხვადასხვა პარტიები იყოს წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
გარდა ხელმოწერების შეგროვებისა, აუცილებელია სამომვალო მიზნების გაცნობის კუთხით მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები.
"რ": გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატები იქნებიან ნიკა მელია და სანდრა რულოვსი. თქვენი აზრით, გამარჯვების რა შანსები აქვს ოპოზიციას 2019 წლის მაისში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში?
ნიკა ჩიტაძე: გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებზე ვერ ვისაუბრებ და არც ის ვიცი ვის კანდიდატურას დაასახელებენ ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსის თუ ნიკა მელიას, ალაბთ უფრო ნიკა მელიას.
სანდრა რულოვსი ჩართული კი არის საზოგადოებრივ საქმიანობაში, მაგრამ ნაკლებად პოლიტიკურ პროცესებში.
რა თქმა უნდა, გაერთიანეული ოპოზიციის კანდიდატს მეტი შესაძლებლობები აქვს, განსაკუთრებით სამეგრელოში, სადაც "ნაციონალურ მოძრაობის" რეიტინგი მაღალია.
ასე რომ, შესაძლებლობა არსებობს და ეს შუალედური არჩევნები გამოაჩენს ასევე გამარჯვების რა შანსები აქვს ოპოზიციას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
"რ": ოპოზიციის ამ ერთობის ფონზე რა პერსპექტივა აქვს "ოცნებას"?
ნ.ჩ: "ოცნებაში" რადიკალურ ცვლილებებს არ ველი და ეს ცვლილებებიც "ოცნებისთვის" დადებითი მიმართულებით ვერ წავა, თუ ქვეყანაში ისევ შენარჩუნდება არაფორმალური მმართველობა და მართვის იგივე სისტემა.
რაც შეეხება მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს, რადიკალური ცვლილებები არ იქნება, მთლიანად მინისტრთა კაბინეტი არ შეიცვლება. ივანიშვილს კი, რომელმაც პასუხისმგებობა აიღო, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებდა, ალბათ იმის იმედი აქვს, რომ ხალხს მისი დანაპირები გადაავიწყდებოდა...