რეზონანსი
19.03.2019

 (რეზონანსი) შსს პეკინის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×