(რეზონანსი) გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის წევრებს ამხელს და იმ ადამიანთა გრძელ სიას აქვეყნებს, რომლებმაც მაღალ თანამდებობაზე, ან საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის დროს საკუთარი შვილები ჯარში არ გაუშვეს.
ჯაფარიძის განცხადებით, შვილები ჯარს აარიდეს მიხეილ სააკაშვილმა, დიმიტრი შაშკინმა, კოტე კემულარიამ , ვანო მერაბიშვილმა და კიდევ უამრავმა სხვამ. სია საკმაოდ გრძელი და შთამბეჭდავია.
სესიაშვილის კანონს აქვს დისკრიმინაციული ფილტრი, რომელიც მაღალჩინოსნებს აძლევს საშუალებას შვილები ჯარში არ გაუშვან. ამ დისკრიმინაციუ ლფილტრში ძვრება სესიაშვილის შვილიც, - აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ „გირჩის" პროტესტი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივამ გამოიწვია, რომლის თანახმად ჯარში უნდა წავიდეს ყველა გარდა მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისა.
ამ პროექტს ნაწილობრივ მხარი დაუჭირა ნაციონალების ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემაც, თუმცა მან ის დისკრიმინაციულად მიიჩნია, რადგან აცხადებს, რომ ჯარში ყველა უნდა წავიდეს უკლებლივ.
ეს ინიციატივა „გირჩმა" მისი წევრების წინააღმდეგ მიმართულად აღიქვა და არცთუ უსაფუძვლოდ. მოძრაობამ 2 წლის წინ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნა, რომელიც წვევამდელებზე მღვდლის მოწმობებს გასცემდა, რაც მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან ათავისუფლებდა.
ამ დრომდე არ არსებობდა საკანონმდებლო ბერკეტი, რაც მოძრაობის ამ იდეას დაუპირისპირდება. სესიაშვილმა „გირჩისთვის" 2 წლის წინ გაჟღერებული მუქარა აასრულა - ასეთი ბერკეტი სწორედ მისი საკანონმდებლო ინიციატივის კანონად გცევა გახდება.
"პრაიმტაიმი"