რეზონანსი
19.03.2019

 (რეზონანსი) 17 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის ნაკრებს შეხვდა და 22:6 დაამარცხა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ქართველ და რუს მორაგბეებს შორის არაერთი ინციდენტი მოხდა. პირველი ტაიმის მიწურულს კი მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა მოთამაშემ სოციალურ ქსელში საავადმყოფოში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც გულშემატკივრებში სახალისო რეაქცია მოჰყვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსი მორაგბის ფოტო ქართველმა გულშემატკივრებმაც გაავრცელეს, სახელწოდებით - "მე ვარ რუსეთიდან და ჩემი სახის 20% ოკუპირებულია ქართველი მორაგბეების მიერ".

 

"პრაიმტაიმი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×