ტატა შოშიაშვილი
19.03.2019

 „რეკლამა არაფერს არ ნიშნავს. „აბაზა ტვ" რუსული არხების რეტრანსლაციას აკეთებს. ბუნებრივია, მას არ შეუძლია რუსული არხების მოჭრა და უშვებს ყველაფერს, რაც არის იქ," - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა ერთ-ერთ აფხაზურ ტელეარხზე მცხეთისა და გუდაურის შესახებ გასული რეკლამა.

აფხაზურ ტელეარხ „აბაზა ტვ"-ზე ქართულ ენაზე და ქართული მუსიკით გადის რეკლამა, რომელიც მაყურებელს გუდაურისა და მცხეთის კურორტებზე დასვენებას სთავაზობს და უყვება ქართული ღირსშესანიშნაობების შესახებ. რეკლამაში ჩანს ანანურის ციხე და გუდაურის ხედები.

აღნიშნული ვიდეობი „იუთუბზე" გავრცელდა სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

„რეზონანსთანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ „აბაზა ტვ-ზე" გავრცელებული რეკლამა არ ნიშნავს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების „დათბობის" დასაწყისს.

„გავრცელებული რეკლამა არაფერს ნიშნავს. ძალიან მარტივი ასახსნელია - „აბაზა ტვ" რუსული არხების რეტრანსლაციას აკეთებს. რუსულ ახრებზე გადის რეკლამები საქართველოს შესახებ. თავის მხრივ, ბუნებრივია, „აბაზა ტვ"-ის არ შეუძლია რუსული არხების მოჭრა და ყველაფერი გადის, რაც არის იქ," - დასძინა ექსპერტმა.

მისივე თქმით, აფხაზურ მედიასივრცეში საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი რეკლამა გადის.

„როდესაც რუსული არხები უშვებენ რეკლამებს, იქ ხვდებათ ყველაფერი - რუსულ არხებზე რეკლამები გადის ბორჯომის, გუდაურისა და ქართული ღვინის შესახებაც გადის რეკლამები," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×