რეზონანსი
19.03.2019

 (რეზონანსი) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს კაბინეტში, რომელსაც მალე დაატოვებინებენ, პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს.

როგორც კვაჭანტირაზე ამბობს ეს ფოტო მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია და ახალ კაბინეტშიც აუცილებლად წაიღებს.

"ბატონ ბიძინას არასდროს დავუკარგავ იმას ღვაწლს, რომელიც საქართველოს წინაშე აქვს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიტიკური ინტერესები ასცდა. ეს სურათი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია და იყოს აქ. ახალ კაბინეტშიც აუცილებლად წავიღებ", - აცხადებს კვაჭანტირაძე "პრაიმტაიმთან".

პარლამენტის სესიაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი ჩავარდა.

საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×