რეზონანსი
19.03.2019

 (რეზონანსი) "ყველა ჩემს კანფეტს "სტოპ რაშა" აწერია. ეს აზრი მაშინ გამიჩნდა, როცა ხურვალეთთან მავთულხლართები ვნახე. ძალიან მინდა, რუს ჯარისკაცებს მივუტანო და ვუთხრა, რომ ეს მამალოები თავიანთ შვილებს წაუღონ. ვეტყვი, რომ აქ არ უნდა იდგნენ"

11 წლის გიორგი შეშაბერიძე გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ეს პატარა ბიჭი თავისი ხელით დამზადებულ მამალოებს მაღაზიებში აბარებს.

გიორგი ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდათ და ამიტომ წამოიწყო ეს საქმე, რამაც გაამართლა. ამ გზით ბიჭუნამ ოჯახი შიმშილისგან იხსნა. ოთხსულიანი ოჯახი გორში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

"სტოპ რაშა" - ეს ლოგო ჩემი შექმნილია. მინდა ყველამ იცოდეს, თუ სადმე ამ წარწერით მამალოებს წააწყდებით, ჩემი გაკეთებულია.

კიდევ მინდა გავაკეთო ისეთი საცხობი, სადაც ბავშვებისთვის პურს გამოაცხობენ. ამ პურებზე მინდა იყოს მულტფილმის გმირები. ბავშვები ასეთ პურს უფრო გემრიელად მიირთმევენ. მომავალში კი ძალიან მინდა საბავშვო ავეჯიც გამოვუშვა", - ამბობს გიორგი შეშაბერიძე "კვირის პალიტრასთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×