„ტაქსის მძღოლებს ავტომობილის ტექ დათვალიერება წელიწადში ორჯერ მოუწევთ, რადგან ტაქსები გაცილებით ბევრს დადიან და ამიტომ, რისკი მათი მწყობრიდან გამოსვლის უფრო მეტია, ვიდრე სხვა ადამიანის ავტომობილი, რომელიც დღეში მხოლოდ 20-30 კილომეტრს გადის და მხოლოდ სამსახურში მიდის და მოდის“, - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე.
მისი თქმით, იგივე წესი მოქმედებს ავტობუსებისათვის და მიკროავტობუსებისათვის და აგრეთვე იმ ავტობუსებისათვის, რომლებიც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო გადაყვანებს ახორციელებენ. შესაბამისად, ტაქსებისათვის წელიწადში ორი სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება ლოგიკური გადაწყვეტილებაა.
ოგბაიძის აზრით, ეს არც მგზავრობის საფასური გაზრდას გამოიწვევს, რადგან რადგან დამატებით კიდევ ერთი ტექდათვალიერების საფასური - 60 ლარი, რომ გადავანაწილოთ ერთ წელიწადზე, დღეში 17 თეთრი გამოდის.
იგი ასევე გამორიცხავს ტაქსების მძღოლების პროტესტსა და გაფიცვას, რადგან ამ სფეროს აქვს ასეთი წესი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.
„ვინც მგზავრების გადაყვანით არის დაკავებული, წელიწადში ტექდათვალიერებას ორჯერ გადიან, ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელს მსოფლიოში და ავტომობილის სხვა მეტი მეთოდიკა არ არსებობს“, - განაცხადა ოგბაიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
თამთა ჩაჩანიძე