მაისაიას ინფორმაციით, ჩრდილო კავკასიაში რუსებმა 464-ე სარაკეტო ბრიგადა აღადგინეს
თამარ შუკვანი
20.03.2019

 „რუსეთის გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, მერვე არმიის შემადგენლობაში, რუსებმა 464-ე სარაკეტო ბრიგადა აღადგინეს, რომელიც დაკომპლექტებულია ისკანდერების ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით, რომლებმაც, თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომში თავი გამოიჩინეს და სწორედ ამის მეშვეობით მოხდა ჩვენი ქართული ტერიტორიების დაბომბვაც.

"რუსეთი ახლა იყენებს ამ სარაკეტო კომპლექსს ნატოსთან დაპირისპირების კუთხითაც," - ამის შესახებ ინფორმაცია ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსს" მიაწოდა.

მაისაიას განცხადებით, სარაკეტო ბრიგადის აღდგენა, რომელიც ამ დრომდე დაშლილი იყო, უცებ მოხდა და ეს უკვე მეორე რუსული სარაკეტო კომპლექსის ბრიგადას წარმოადგენს. ამასთანავე, მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ეს სარაკეტო ბრიგადა იქნა გამოყენებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

„ეს ბრიგადა იყო დაშლილი და ახლა უცებ ამ ბრიგადის აღდგენა მოხდა. ეს უკვე მეორე სარაკეტო ბრიგადაა. სანამ რუსეთის გენშატაბი მიიღებდა გადაწყვეტილებას, კალინინგრადში განათავსეს რუსული სარაკეტო კომპლექსის ბრიგადა. ეს ფაქტი პირდაპირ უქმნის საფრთხეს ბალტიის სახელმწიფოებს და პოლონეთს, რომელთა მეშევობითაც რუსეთი, ფაქტობრივად, მუშტს უღერებს.

"ამ ოპერატიულ-ტაქტიკურ ისკანდერებს შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანაც. ეს, ამ მიმართულებით, უფრო სერიოზული გამოძახილია - კალინგრადში და ჩვენთან სარაკეტო ბრიგადები განათავსეს.

„კალინგრადში ამ საფრთხეს მოჰყვა ის, რომ ნატო-მ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება აამოქმედა. ნატო-მ უკვე მიიღო ზომები, - ბალტიისპირეთში სარაკეტო სისტემებს განალაგებენ.

"დღეს ამერიკელებმა პოლონეთში უკვე სატანკო დივიზიები და სატანკო შენაერთები გადაისროლეს. ნატო-მ აამოქმედა მეხუთე მუხლით გათვალისიწნებული ვალდებულება - კოლექტიური თავდაცვის პრინციპი და ბუნებრივია ეს ღონისძიება მიიღო, რათა გაანეტრიალოს ეს საფრთხე," - აღნიშნა მან.

მაისაიას აზრით, რუსეთს სერიოზული ბერკეტი უჭირავს უკრაინის წინაააღმდეგ, რომელიც ასევე შეუძლია საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენოს. იგი აშშ-ს მოუწოდებს საქართველო სერიოზული საფრთხისაგან დაიცვას, რომელიც ფაქტია, რუსეთისაგან იგრძნობა.

„რუსეთი არც მალავს, რომ სარაკეტო კომპლექსის ამოქმედება შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ და არ არის გამორცხული ეს საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენონ, რადგან მერვე არმიის ოპერატიულ-სტრატეგიული მიმართულება ასევე საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას მოიცავს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზურ-რუსული ე.წ კოალიციური დაჯგუფება ამოქმედდება, თუ რუსეთმა კიდევ დაიწყო სამხედრო ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ. ორი ისკანდერებით შეიარაღებული სარაკეტო ბრიგადების განთავსება, ერთი მოზდოგში და მეორე დაღესტანში, უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ.

„ამერიკელებს უნდა მოვთხოვოთ, რომ აამოქმედოს სტრატეგიული შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიაზე ამის საწინააღმდეგო ზომების მიღება უნდა მოახდინონ.

"ამერიკელებს შეუძლიათ მიიღონ ზომები, რომ ეს საფრთხე საქართველოს მიმართულებით აცილებულ იქნას. აქ უნდა იყოს საუბარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტების განთავსებაზე საქართველოში, რადგან რუსეთი უკვე თავხედობს და პირდაპირ გვემუქრება. ეს იქნება გამოსავალი და ამერიკა დაგვეხმარება ამ საქმეში," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×