რეზონანსი
20.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უწყება პარლამენტს მალე წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც 14 წლამდე ასაკის მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულს შეეხება.

"ვარ წინააღმდეგი იმისა რომ 14 წელი დაიწიოს, თუნდაც 13 წლამდე ეს ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელი და გაეროს ბავშვთა უფლებების კოდექსის სტანდარტების დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს დაუსჯელი ან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.ამიტომაც ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმების შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიიაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვის პროგრამებს ექნება საკადრისი ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის რომ დანაშაული ამ სეგმენტში შესრულდეს", - განაცხადა თეა წულუკიანში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×