რეზონანსი
20.03.2019

 ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად 3 მანქანა დაიმტვრა. თვითმხილველების თქმით, ძლიერი ხმა იყო, ერთ-ერთი მანქანა ცენტრალურ გზაზე სავაჭრო მარკეტს დაეჯახა.

დაშავებული მგზავრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, შემოყვანილია ორი პაციენტი.  ორივე მათგანი იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში.  შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

(პრიიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×