რეზონანსი
20.03.2019

 (რეზონანსი) დღეს პარლამენტში გამოსვლისას, იუსიტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას მისამართით სარკაზმი არ დაიუშურა.

წულუკიანის მორიგი რეპლიკა ოპოზიციონერ დეპუტატს:

"ბატონო გიგა, რაც უნდა ბევრჯერ მითხრათ, რომ "მაგარი ვარ" - მაინც ვერ მიმიზიდავთ თქვენს პარტიაში, " - მიმართა თეა წულუკიანმა გიგა ბოკერიას პარლამენტის სესიაზე.

იუსტიციის მინისტრის რეპლიკას, ოპოზიციონერი დეპუტატის მეუღლე, "ტაბულას" დამფუძნებელი, ჟურანლისტი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ასე გამოეხმაურა:

"და აი, ამ დროს, ადა მარშანია რას აკეთებს? ქმარს კი არა, ბატს ვერ ანდობ!", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გიგა ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×