(რეზონანსი) "ბრავორექორდსში" 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი 9 აპრილისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" - ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს - ამის შესახებ "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ორიგინალურ ვერსიაში ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები შეასრულებენ.
1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ორიგინალურ ვერსიაში ასრულებდნენ: ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია, ბესო კალანდაძე, რომა რცხილაძე, მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე და სხვები,სიმღერა ყველა დროს პატრიოტულ ჰიტად და თავისუფლების ჰიმნად იქცა. სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა 9 აპრილს დიდი საკონცერტო დარბაზიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერში შედგება. სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერაში მონაწილეოენ: გიგი ადამაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, აჩი ფურცელაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი, რატი დურგლიშვილი, ანდრია გველესიანი, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, კახა კუხიანიძე, სანდრო სეფაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ზუკა ხუციშვილი, სანდრო კახიძე, გიორგი კობახიძე, გუგა მარგველაშვილი, ბოკა კვეკვესკირი, ოთო ღურწცკაია და ლადო ჯანელიძე", - წერს ზაზა შენგელია.
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება.
(პრაიმტაიმი)