მომღერალი ნინი ქარსელაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
"2 თვეა, ვიშორებ ტატუს. სამჯერ დავდე ეს ფოტო "ინსტაგრამზე", სადაც ხელის ის ნაწილი ჩანს, სადაც ვენებია. რატომღაც მხოლოდ გუშინდელს გამოეხმაურა ე.წ. უსაქმური, არაფროფესიონალი სოციალური გვერდები.
მთელი დღე ვპასუხობ ზარებს, რომ კარგად ვარ და არაფერი დამიშავებია თავისთვის. გამოჭიმეს ნიუსი, ვითომ ვენები გადავიჭერი. მე ვარ ქრისტიანი მართმადიდებელი, არასოდეს მიფიქრია თვითმკვლელობაზე. არც მქონია სუიციდის მცდელობა. ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია, რადგან ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე. ნუ მანიპულირებთ მსგავსი თემებით, ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას!ინფორმაციის გაჟღერებამდე მინიმუმ შეიწუხეთ თავი და გადაამოწმეთ! თქვენი წინდაუხედაობის გამო გული გაუხეთქეთ ბევრ ადამიანს!!!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე