რეზონანსი
21.03.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მავნე კლიშეების დანერგვაში ადანაშაულებს.

„ბევრისგან მსმენია, მიუხედავად თეა წულუკიანის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, რომ ის ფემინისტია. ხოდა, არ არის ასე მეგობრებო. თეა წულუკიანი ყველაზე მავნე კლიშეს გვახსენებს და უნერგავს საზოგადოებას, რომ ლამაზი ქალი არ შეიძლება ჭკვიანი იყოს! გუშინდელ ცირკში, სადაც წულუკიანი მთავარ როლში იყო, ეს არის მისი ყველაზე მავნებლური კომენტარი", -წერს სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძე.

შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ქალბატონი თინა ბოკუჩავა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია. წულუკიანმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აღნიშნა, რომ წულუკიანი გახმაურებულ საქმეებზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს, რითიც ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×