რეზონანსი
22.03.2019

 მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. როგორც პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, იუსტიციის მინისტრმა  და საქართველოს პრეზიდენტმაც უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ წულუკიანმა არ იცის რას "ყბედობს", როდესაც ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია. მაჩალიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტსაც აკრიტიკებს, რომელმაც თქვა, რომ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეებს ერთ დონეზე არ აყენებს.

„დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანმა  და არც ქვეყნის პრეზიდენტმა არაფერი იცის რაც ჩემსა და თემირლანის გარშემო ხდება და რა დანაშაული აქვს სახელმწიფოს ჩადენილი არც მაგას ხვდებიან.  თავდასხმა როცა განახორციელეს ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ე.ი. ის სპეცრაზმი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არა ყოფილა. სიმართლე გითხრათ ის არარაობაა, თვითონ არ იცის რას ყბედობს და რას საუბრობს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×