რეზონანსი
22.03.2019

 რამდენიმე დღის წინ, გომბორის გზაზე ავარიისას გარდაცვლილი ნიკა გუჯეჯიანის შესახებ მარი ნაკანი წერს:

"როგორ ტირის დღეს მთელი თბილისი ჩემს ნიკას, როგორ ანაწილებდა დროს ყველასათვის. რომ იცოდეთ ჩემი შვილები როგორ უყვარდა. ხან ლიტა მოყავდა სკოლიდან ხან სოფოს ეთამაშებოდა თოფობანას.

წელს, სოფოს დაბადებისდღეზე ჰარი პოტერის ყველა ტომი მოუტანა ერთად და აჩუქა - სთხოვა წაიკითხეო.

უცხოეთიდან ისე არ ჩამოვიდოდა, რომ ლიტა-სოფოსთვის საჩუქარი არ ჩამოეტანა. ყველაფერში როგორ იყო ესეთი იდეალური, როგორ…

არ დამავიწყდება მოგზაურობა,

როცა ყაზბეგში გავქანდით სკუტერებით ერთად, კარვებით…

რომელი ერთი დღე გავიხსენო?

8 წლის ყოველდღიური ჯადოსნური მეგობრობა!

გაზით რომ დამეწამლენ ბავშვები, ჩვენ გუდაურში ვიყავით. პირველი ვისაც დავურეკეთ, რა თქმა უნდა, ნიკა იყო. ის გაქანდა ჩემი შვილების საშველად.

მთელი გზა მირეკავდა ნელა იარეთო, ყველაფერი კარგად არისო მატყუებდა, დედაშენს არ დაუჯეროო ტყუილად პანიკობსო, ოღონდ თქვენ ავარიაში არ მოყვეთ, წყნარად იარეთო მთხოვდა, მთელი გზა მელაპარაკებოდა და მამშვიდებდა სანამ ჩამოვიდოდი…

ეს რა მიქენი ნიკა…

მე რომ მიფრთხილდებოდი ნელა იარე ტრასაზეო, შენ სად გეჩქარებოდა ნიკაააა...

რატომ დაგვტოვე მარტო?!

სად გეძებოთ ეხლა..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×