რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთში, ბორდოსთან 10 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 38 წლის ზუგდიდელი თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

მათი განცხადებით, მას შემდეგ ზუსტად 40 დღე გავიდა, თუმცა ჭირისუფალმა გარდაცვლილის დატირება დღემდე ვერ შეძლო.

„დღეს ზუსტად 40 დღე შესრულდა მისი გარდაცვალებიდან, ჩვენ კი ჯერ საიმედო საფრანგეთიდან არაფერი შეგვიტყვია. საფრანგეთის მხარე საქართველოში ცხედრის გადმოსვენებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებს. მიზეზი კი მრავალმოქმედებიანი ბიუროკრატიული სისტემა და პროცედურებია, რაც ფრანგული კანონმდებლობით ხორციელდება. დახმარებას ვითხოვთ. აღნიშნულის შესახებ ყველა ინფორმირებულია, თუმცა არავინ გვეხმარება", - აცხადებენ გარდაცვლილის ნათესავები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×