რეზონანსი
22.03.2019

29 წლის ბათუმელი მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის დედის, ნარგიზ ქათამაძის განცხადებით, მისი შვილი მუცლის ტკივილებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექოსკოპია გადაუღეს.

თუმცა დედა აცხადებს, რომ ექიმები ვერ მიხვდნენ ტკივილების მიზეზს და სხვა დანიშნულებები მისცეს. სამი დღის შემდეგ კი, დედის თქმით, სახლში გაწერეს, რის შემდეგაც ახალგაზრდის მდგომარეობა გართულდა.

პაციენტი მოგვიანებით მწვავე ტკივილებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ ბრმა ნაწლავი იყო გახეთქილი, რამაც სეფსისი განავითარა და შეუძლებელი იყო გადარჩენა.

„ხუთზე მისული ცხრამდე ყურადღება არ მომაქცია არავინ. ექიმს ეძინა ალბათ და ალბათ ვერ გააღვიძეს… მარტო 12 გადასხმა გაუკეთეს და გამატანეს მეორე დღეს გამატანეს შუადღით. ცხელ წყალში ჩასვითო და უარესი დამართეს. დილამდე ველოდეთ და რომ არ გაუარა წავიყვანეთ ონკოლოგიურში. მითხრეს, შენი შვილი აღარ არის უკვეო, მთელი ორგანიზმი დაწამლული აქვს, სამი დღეა გამსკდარია ამის ბრმა ნაწლავიო“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×