რეზონანსი
23.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დუბაიში მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალურ დაჯილდოებაზე ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ ჩავიდა.

„ძალიან გამიხარდა, ბატონი მიხეილის ჩამოსვლა. ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის. ფინალური შოუ ხვალ გაიმართება და გაირკვევა ვინ გახდება პლანეტის საუკეთესო მასწავლებელი" - უთხრა „პრაიმტაიმს" დუბაიში მყოფმა ქართველმა პედაგოგმა.

ცნობისთვის, დუბაიში ლადო აფხაზავას ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი საპატიო წოდებები მიანიჭეს.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×