რეზონანსი
24.03.2019

 სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე საპატიმრო-არსებითი განხილვა დასრულებულია. ნაფიცი მსაჯულები ხვალ დაცვისა და ბრალდების მხარეთა დასკვნით სიტყვებს მოისმენენ. ვერდიქტი 12-მა მსაჯულმა ამის შემდეგ უნდა გამოტანოს. მალხაზ კობაურს ბრალი რაიან სმითისა და 4 წლის ბავშვის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ედებოდა.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გამოიკითხა. "იმედის კვირამ" კადრები მოიპოვა, რომელიც 2018 წლის 8 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ზუსტად იმ დროს არის გადაღებული, როცა მალხაზ კობაურმა  სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×