რეზონანსი
24.03.2019

 (რეზონანსი) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მიმართვას ავრცელებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ლადო აფხაზავა საუკეთესო ხუთეულშია. განცხადებაში აღნიშნულია,რომ კონკურსს ასეთი ფორმატი არ გააჩნია.

სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თითქოს, გამოიკვეთა საუკეთესო ხუთეული. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და გლობალურ ჯილდოს ასეთი ფორმატი (ხუთეული) საერთოდ არ გააჩნია.

უახლესი და ამომწურავი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენ გვერდს.

კიდევ ერთხელ, დაჯილდოება იწყება 18:00 საათზე და მაქს. მოკლე დროში გაცნობებთ ყველაფერს - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია საუკეთესო ხუთეულის შესახებ, cyc.ge-მ მარკეტერ-ზე და პირველ არხზე დაყრდნობით გაავრცელა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×