ია აბულაშვილი
24.03.2019

 „არ მგონია, რომ ლევან ვასაძე ვინმესთან წინაწარი შეთანხმებით მოვიდეს პოლიტიკაში, რადგან შეთანხმება ნიშნავს გარკვეულწილად ვალდებულებას. ამიტომ, თუ იგი დააპირებს შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, შემოვა დამოუკიდებლად  და ამის რესურსიც გააჩნია“, -ასე ეხმაურება პოლიტიოლოგი იგორ კვესელავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილთან შეთნხმებით ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.

„რამდენადაც მე ვიცი, მათ ადრე ჰქონდათ ხშირი კომუნიკაცია, მაგრამ იმას, რომ ამ დღეებში ივანიშვილი და ვასაძე ერთმანეთს შეხვდნენ და რაღაცაზე მოილაპარკეს, ვერ დავადასტურებ.   არ მგონია, რომ ვასაძე ვინმესთან წინასწარი შეთანხმებით პოლიტიკაში მოვიდეს, რადგან ეს გარკვეულწილად ნიშნავს ვალდებულებას ამ პიროვნების მიმართ და  ვფიქრობ, რომ იგი ამ გზით არ შემოვა პოლიტიკაში. 

„თუ შემოვა, შემოვა დამოუკიდებლად და ამის რესურსიც გააჩნია, იგი არის ქარიზმატული ლიდერი და შეძლებს ოპოზიციური ნიშის დაკავებს. სავარაუდოდ, ალბათ ეს იქნება ჯერ მოძრაობა და შემდეგ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია და მოსახლეობას რევოლუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ არ მოუწოდებს. ამ ძალას გაჰყვება საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ემხრობა,  ეს კი საკმაოდ დიდი ელექტორატია. 

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მოძრაობას შეუერთდეს „ოცნების“ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი და ის მოძრაობებიც, რომლებიც  ამ დღეებში გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ იგორ კვესელავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×