„თანხის ოდენობის თვალსაზრისით, ეს არ ჩაითვლება მოსყიდვად“, - ასე აფასებ იურისტი ლია მუხაშავრია შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდაზე „გირჩი“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ჰერმან საბოს განცხადებას, სადაც ის თავის მხარდამჭერებს დროებით მთაწმინდაზე ჩაწერას სთხოვს და ჩაწერის ადგილის გამოცვლის ხარჯებთან ერთად კომუნალური გადასახადის დაფარვას ჰკირდება.
მუხაშავრიას თქმით, იმ ქვეყანაში, სადაც წინასაარჩევნოდ საბანკო კრედიტების ჩამოწერა ხდება, ეს დაპირება, თანხის ოდენობის თვალსაზრისით, წინასაარჩევნოდ ხალხის მოსყიდვად არ ჩაითვლება.
„თუ ამომრჩეველი გადაეწერება და რეგისტრაციას შეიცვლის ახლა, მაისის 19 ჩატარდება არჩევნები და „გირჩს“ დაახლოებით ორი თვის სულადობრივი კომუნალურის გადახდა მოუწევს, რაც ერთ ადამიანზე დაახლოებით რვა ლარია და ეს რაოდენობა, ვერ ჩაითვლება მოსყიდვად“, - განმარტავს მუხაშავრია.
ჰერმან საბოს განცხადებით, პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ცესკოში გაარკვია, რომ მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ ერთი რაიონიდან მეორეში გადაწერა და ეს კანონდარღვევად არ ჩაეთვლებათ.
თამთა ჩაჩანიძე