რეზონანსი
25.03.2019

 ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში 30 წლის ქალი საკუთარმა მეუღლემ დაჭრა. ახალგაზრდა ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე 1986 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავეს.

"სალონში მისულა და ცოლისთვის უთქვამს უნდა გელაპარაკოო, გვერდით ოთახში გაიყვანა და იქ დაურტყამს დანა. სისხლის გუბეში ცურავდა თურმე და მაინც უმოწყალოდ ურტყავდა. ფსიქიკური პრობლემები ჰქონია, ამის გამო საავადმყოფოშიც კი ჰყავდათ. სხვა არაფერი ვიცი. ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ", -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "დიანიუსთან" საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×