(რეზონანსი) გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში დაწერა:
"დაისვენეს.. ღვარძლსაც აღარ გადმოანთხევენ. აღარ გალანძღავენ. მთავარია, რომ ვერ გაიმარჯვა! მთავარია, რომ მილიონი დოლარი ვერ ჩაიტანა საქართველოში. მთავარია, რომ ის კვლავ ჩიბათის რიგითი, ღარიბი მასწავლებელი იქნება ხვალიდან.. (მხოლოდ მატერიალურად ღარიბი!)
დაისვენა სრულიად საბოღმეთმა, თუმცა სიხარული ნაადრევია. კვლავ გამოჩნდება ნათელი წერტილი ნაცრისფერ ქართულ რეალობაში და შემდეგ მისგან შექმნიან მტრის ხატს.
კითხვები არ მაქვს, ისედაც ყველაფერი ნათელია. ვერ გაიმარჯვა და თუ ქართველის შემდეგ ვინმეს წარმატება გამიხარდებოდა, ეს იყო კენიელი მასწავლებელი. ის ხომ ჩვენზე ღარიბი ქვეყნიდანაა.
ბევრი ლადო აფხაზავა საქართველოს!
"სარკენიუსი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე