(რეზონანსი) ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, ამ კვირაში სამი მნიშვნელოვანი თარიღი გველოდება. ამის შესახებ მან "იმედის დილის" ეთერში ისაუბრა. "ამ კვირაში სამი მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს.
პლანეტა ვენერა გადადის ყველაზე მგრძნობიარე და მოსიყვარულე თევზების ნიშანში, სადაც იქნება 20 აპრილამდე. სიყვარულში შემოდის ემოცია, რომანტიზმი. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ილუზიებიც მოიმატებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხუთშაბათი დღე.
28 რიცხვი მნიშვნელოვანია იმით, რომ მერკური, გონების და კომუნიკაციის პლანეტა, აქამდე ხელს უშლიდა იდეების განხორციელებას, ახლა ასწორებს თავის ტრაექტორიას და აქედან დაიწყეთ იდეების რეალიზაცია. საკომუნიკაციო სისტემა დალაგდება. შემდეგი მნიშვნელოვანი დღე იქნება კვირა დღე. პლანეტა მარსის საქმიანობის მფარველი პლანეტა გადადის ტყუპების ზოდიაქოში. ანუ მოიმატებს კონტაქტურობა და კომუნიკაბელურობა. მატულობს გონებამახვილობა. ტექნიკასთან ურთიერთობა სასიკეთო ელფერს მიიღებს, მაგრამ გაორება, სულსწრაფობა და უყაირათობა მოიმატებს. ასევე მოიმატებს ფილტვებსა და სასუნთ გზებთან დაკავშირებული პრობლემები.
ახლა ვერძის დრო დგება. აქტიურები და ენერგიულები არიან. მზე ვერძის ზოდიაქოშია. ენერგია მომატებული აქვთ, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს სულსწრაფ მოქმედებებში, თორემ მომენტალურად შეცდომებს დაუშვებს. შემოსავალი აქვს და გასავალი არანაკლებად. შეუძლია, დახარჯოს მეგობრებთან ერთად მთელი თავისი ბიუჯეტი, მაგრამ მეორე დღეს დაჯდეს ნულზე. მერე "გაგიჟდება" სად წავიდა ეს თანხაო.
კუროს ყველაზე მძიმე პერიოდი აქვს. ენერგოტონუსი ეცემა. ჭორები, ინტრიგები, ფარული მტრები და პარტნიორური დაძაბულობა მოიმატებს. ამიტომ კუროები თავს უნდა გაუფრთხილდნენ. არაფერი მნიშვნელოვანი და სარისკო არ უნდა დაიწყონ და ეს პერიოდი მშვიდ ვითარებაში უნდა განვლონ.
ტყუპებს აუცილებლად ექნებათ პრობლემები პარტნიორებთან. მათ შორის შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემები, ძველი ვალდებულებების არშესრულება და ამის შედეგად შეიძლება, დასჭირდეს პარტნიორის შეცვლა. თუმცა ამავდროულად მდგრადი ხდება.
კირჩხიბთან მთავარი პრობლემა იქნება პარტნიორული გაუგებრობები. კირჩხბებს თავიანთ ცხოვრებაში უნდათ განსაკუთრებული ცვლილებები. უკვე მობეზრდათ ერთფეროვნება, რაც შეიძლება, პარტნიორთან გაუგებრობის ფაქტორიც გახდეს.
ლომების ენერგია და შარმი მატულობს. ლომს უნდა იყოს, ლიდერი და აქტიური, მაგრამ პრობლემებთან აბსოლუტურად მარტო რჩება. ამასთან ერთად, მისი მოტყუების შანსი მაღალია. ამიტომ უნდა იყოს ყურადღებით და ყველა საბუთი ყურადღებით გადაამოწმოს. ლომმა ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან რადგან გასავალი უფრო ბევრი აქვს, ვიდრე შემოსავალი.
ქალწულებს იდეების განხორციელების კარგი შანსი მიეცემათ, მაგრამ იმპულსურობა მოიმატებს. მათ შეიძლება ჯიქურ ამტკიცონ, რომ მართლები არიან და ამან შეიძლება, კონფლიქტებამდე მიიყვანოს. სასწორის ენერგოტონუსი მატულობს, მაგრამ იმდენ საქმეს კიდებს ხელს, ერთად უნდა ათი საქმის გაკეთება და შეიძლება, ვერც ერთი ვერ მიიყვანოს ბოლომდე. მან მაქსიმუმ ორ ან სამ საქმეს უნდა მოკიდოს ხელი.
მორიელი უნდა შეეცადოს, რომ პარტნიორული კონფლიქტები არ ჰქონდეს. მას შეიძლება, პარტნიორებმა ძველი დაპირება არ შეუსრულონ და შესაძლოა, ესეც გახდეს დამატებით მისი გაღიზიანების ფაქტორი. ამიტომ მას ნუ გააღიზიანებთ, რადგან სარკასტული გამონათქვამები მისი მხრიდან არ დააგვიანებს.
მორიელს სარკაზმში არ ჩამორჩება მშვილდოსანი, სამაგიეროდ მისი ენერგოტონუსი მატულობს. ის უფრო აქტიური და ენთუზიასტია, მაგრამ ამ კვირაში მე მაინც არ გირჩევთ ახალი სარისკო მოქმედებების დაწყებას. შეიძლება, დიდი ინტერესი აღარ აქვთ, მაგრამ ჯობია, ძველი საქმეები დაასრულონ და ახალი საქმეების დაწყებას მომავალი კვირიდან დაიწყონ.
განსაკუთრებული ყურადღება მართებს თხის რქას. ფარული მტრები, ინტრიგები და ჭორები ზურგს უკან მატულობენ. მართალია, გარკვეულწილად აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ შეიძლება, ზოგიერთი გამოეპაროს. ამიტომ ფრთხილად იყოს ფინასებთან და პარტნიორებთან.
მერწყულებს ძველი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. თუ არ შეასრულებთ პარტნიორების მხრიდან სერიოზული პრობლემები შეექმნას.
თევზებო, არ გაუშვათ რამნდენიმე კარგი შანსი ხელიდან, რომელიც ამ კვირაში შეიძლება, მოგეცეთ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება არშესრულებულმა დაპირებებმა პარტნიორებთან სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ყველანი გაფრთხილებული ხართ, ე.ი. შეიარაღებული ხართ", - განაცხადა ცაგარელმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე