(რეზონანსი) მომღერალმა მამუკა ონაშვილმა ცოტა ხნის წინ ხატვა დაიწყო. ხატავს ზეთისა და აკრილის საღებავებით და გატაცებულია ამ საქმით...
"როდესაც ცარიელ ტილოსთან ვრჩები, ტილო „მესაუბრება", მეუბნება, აქ ეს წავა, იქ ის უნდა გააკეთო, მაშინვე ფერებსაც ვხედავ. ხანდახან ყვავილების ხატვა მინდა, ხან პორტრეტის, ვხედავ, სად რა უნდა განლაგდეს, რა ფერი იყოს, ჩრდილი საიდან უნდა. იმ წუთში რასაც ვხატავ, ზუსტად იმ განწყობასა და ხასიათზე ვარ" - გვეუბნება მომღერალი, რომელიც პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.
"არ ვჩანდი იმიტომ, რომ რამდენიმე წელი საქართველოში არ ვიყავი, ვმუშაობდი მოსკოვში და არა მარტო იქ. იყო სხვადასხვა ღონისძიება, კონცერტი, ვიყავი წამყვანიც, მომღერალიც... მაგრამ ნოსტალგიამ შემაწუხა და საქართველოში დავბრუნდი.
აქ კიდევ შოუბიზნესში, ჩვენს სფეროში თითქმის არაფერი ხდება, მაგრამ რაღაც ღონისძიებებში ვმონაწილეობ. არის კომერციული დაკვეთები... ახალი პროგრამის გაკეთებას ვაპირებ, რომლითაც მომდევნო წლიდან უფრო მასშტაბურად წარვდგები მაყურებლის წინაშე", - განაცხადა ონაშვილმა.
ამბები.ჯი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე