რეზონანსი
25.03.2019

 (რეზონანსი) 23 მარტს მთაწმინდის პარკში ფერების ფესტივალზე ქართველებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის მასობრივი ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

სოციალურ ქსელში სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ნაჩვენებია როგორ დაიწყო დაპრისიპირება.

"პრაიმტაიმი" მთაწმინდის პარკის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ კონფლიქტის პროვოცირება სავარაუდოდ ქართველების მხრიდან მოხდა, თუმცა სიტუაცია დაცვის სამსახურის დროული ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით ინდოელმა ბიჭმა ქართველ გოგოს თვალებში ფერადი ფხვნილი შეაყარა, რამაც მეგობრის გაღიზიანება გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×