რეზონანსი
25.03.2019

 (რეზონანსი) ემიგრანტების იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე ბათუმში გარდაცვლილ 29 წლის მელანო ფუტკარაძეს, "ემოციურ წერილს უძღვნის.

„ჩვენს ქორწილში გელოდებოდით მე და მელანოო... ბექუ მთელი სხეული მეწვის იმის მერე რაც გულში ჩაგიკარი და მოგისამძიმრე... შავი ჩოხა არ გიხდება ძმისგულო, საშინლად არ გიხდება რავქნა... ჩემო თეთრო ღიმილის ბიჭო, რით გიშველოოო... შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში.... გავქვავდი....

დღეს ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა სადედოფლო მანქანით ბანტებშებნეული...

უკანასკნელ გზაზე 28 წლის ანგელოზს ვაცილებთ... დღეს შენს სხეულს მიაბარებენ მიწას. ალბათ ძალიან შეგცივდება, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მზის პირველი სხივები გაათბობს შენს გაყინულ სხეულს და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათდება. შენ ლამაზი, ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, შენს მეგობრებს სურდათ, რომ ბედნიერად გეცხოვრა... დიდხანს, ძალიან დიდხანს. მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი - მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ. დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები.

ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ქალბატონი. მოგვიკლეს ქალბატონი კისკისა, რომელიც სულ იღიმოდა და ოჯახის შექმნაზე ქორწილისთვის ემზადებოდა... ფიქრობდა, რომ ის და ბექა ერთად ბედნიერად და ტკბილად იცხოვრებდნენ. დიდი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა.

შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. მილას სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად. რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე...

მელანოსნაირ მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.

მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!" - წერს შოთო სიხარულიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×