რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) ისრაელში 29 არალეგალი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 22 ქალი და 7 კაცია. ინფორმაციას "imedinews" ავრცელებს.

ისინი სამუშაო ვიზების გარეშე ქალაქ ნეს-ციონაში მუშაობდნენ.

დაკავებულ არალეგალებს შორის უკრაინის 22, საქართველოს - 4, რუსეთის 1, პოლონეთის 1 და მოლდოვის 1 მოქალაქეა.

ისინი ისრაელში ტურისტული ვიზებით შევიდნენ, თუმცა კანონით გათვალისწინებულ დროში ქვეყანა არ დაუტოვებიათ. ზოგიერთმა მათგანმა ისრაელის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის ან ჰუმანიტარულ საფუძველზე ბინადრობის უფლების მინიჭების თხოვნით მიმართა, თუმცა არც ერთი მათგანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ყველა დაკავებულს ისრაელიდან დეპორტაცია ელოდება. მათი დამსაქმებლის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×