რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუტიოს, რათა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმყაროს, - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერი გია ვოლსკი აკეთებს.

გია ვოლსკის განცხადებით, მას გული სწყდება ბესელიას აღნიშნული ქმედების გამო და აღნიშნავს, რომ ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა.

„გული მწყდება, რომ საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილზე შეტევა. ეს მთავარ ნარატივად გაიხადა, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე გაიმყაროს პოზიციები და ამით „ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა. ის ახსენებს კობახიძეს და კიდევ სხვა გვარებს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი ტყუილი. ეს სჭირდება იმიტომ, რომ ძნელია პოლიტიკურ ველზე საკუთარი ნიშის დაკავება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×