შაბათს საქართველოსა და შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევრო-2020-ის შესარჩევი მატჩის 24-ე წუთზე, ფაბიან შერი და ჯემალ ტაბიძე ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა, მას გაუწიეს სამედიცინო დახმარება და მატჩის რამდენიმეწუთიანი შეჩერების შემდეგ, შვეიცარელმა ფეხბურთელმა ჩვეულებრივ თამაში. ტაბიძეც განაგრძობდა თამაშს შეხვეული თავით.
კომპანია „ჰედვეიმ", რომელიც თავის დაზიანების საკითხებს იკვლევს, განაცხადა, რომ დაუშვებელია ასეთი ტრავმის შემდგომ თამაშის გაგრძელება და უეფა ასეთ ამ საკითხზე მიდგომა უნდა გაამკაცროს.
„რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ფეხბურთში, მიღებული თავის ტრავმები სერიოზულად აღიქვან? გადაწყვეტილება, რომ ფაბიან შერი დაბრუნებულიყო მოედანზე არა მხოლოდ სახიფათო იყო, არამედ წესებისა და ვალდებულებების აშკარა დარღვევას წარმოადგენდა.
„კომენტარები, რომლებიც ფეხბურთელებმა თამშის შემდგომ გააკეთეს, შეშფოთებას იწვევს და კვლავ ადასტურებს, რომ ფეხბურთელებსაც არ ესმით მსგავსი ტრავმების სიმძიმე. უეფამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ინციდენტის გამოძიება და აგვიხსნას, თუ რატომ დაირღვა პროტოკოლი.- აცხადებს კომპანია „ჰედვეის" აღმასრულებელი დირექტორი პიტერ მაკკეიბი.
„ეს იყო საშინელება. არაფერი მახსოვს. ახლაც მტკივა თავი, კისერი და შუბლი ჩალურჯებული მაქვს. მაგრამ ეს ამად ღირდა", - განაცხადა ფაბიან შერმა მატჩის დასრულების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-შვეიცარიის მატჩის ეს ინციდენტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში სხვა რამის გამოც მოექცა - გონებადაკარგულ შერს მოადანზე პირველადი დახმარება საქართველოს ნაკრების წევრმა ჯანო ანანიძემ აღმოუჩინა.
რაც შეეხება თავად მატჩს, იგი შვეიცარიელებმა მოიგეს ანგარიშით 2:0.
ნინი იკაევა