თამარ შუკვანი
26.03.2019

 „რაღაც ბავშვობის ფოტოსურათი დაიდო. იგი 2012 წლიდან უკვე აქტიურად იყო ჩართული „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. იმ სურათზე არის ძირითადი აქცენტი გაკეთებული; ბავშვობის ერთმა ფოტომ თუ უნდა გადაწონოს... ფოტოზე დაახლოებით 15-17 წლისაა და ახლა ეს არ მგონია, რომ რაღაც წითელ ხაზად ჩაითვალოს.

„ნაწილი ჩვენგან იქით მიდის და როგორც ჩანს, ნაწილი აქეთ მოდის, ან მოვიდა უკვე," - აცხადებს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარი „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" მიერ მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან არსებობს გარკვეული უკმაყოფილება და მსგავსი კადრების წინა პლანზე წამოწევა საზოგადოების დაბნევასა და გაღიზიანებას იწვევს.

„ამაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა და საყვედურია ჩვენი ამომრჩევლისგან, მაგრამ ნაწილი იქით მხარეს მიუახლოვდა უკვე. ის ხალხი, ვისაც ვერ წარმოვიდგენდით, „ნაციონალურ" წრეში აღმოჩნდნენ - შავგულიძე, გოგუაძე და ა.შ. ნაწილი არის „ოცნების" მხარეს გადმოსული.

„დიდი კედლის აშენება, ტრამპის კედლის, რამდენად შესაძლებელი იქნება, ვერ გეტყვით, თუმცა, რასაკვირველია, თუ მათ რაღაც გარკვეული დიდი აქტიურობა აქვთ მიღებული, ასეთი ხალხი წინა პლანზე არ უნდა იყვნენ, რაც ჩვენი ამომრჩეველის დაბნევას, გაღიზიანებასა და დაქსაქსვას იწვევს," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი იქნება, რომელიც მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო. გავრცელდა ფოტო-მასალა, სადაც ჩანს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაისური აცვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×