თამარ შუკვანი
26.03.2019

 „ვადასტურებ, რომ კენჭს ვიყრი მთაწმინდის პირველ მაჟორიატურ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით,“ - ამის შესახებ „რეზონანსს“ კობა დავითაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ის, თუ როგორი კანდიდატურები შეარჩიეს შუალედური არჩევნებისათვის „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გარკვეულ ტენდენციაზე მიუთითებს.

„ძალიან საინტერესოა ბატონი ლადოს შერჩევა. არ ვაპირებ რაიმე ტიპის პიროვნულ თავდასხმებს არცერთ ჩემს ოპონენტზე, უბრალოდ არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც შეიმჩნევა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ისე „ქართული ოცნების“ მხრიდან; 

„დავაკვრიდეთ მათ კანდიდატებს, თუ რამდენად დაახლოება შეიმჩნევა კანდიდატებში. „ნაციონალებმა“ დააყენეს შალვა შავგულიძე, რომელიც იყო თავის დროზე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი - ვაკის მაჟორიტარი 2012 წელს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული. 

„ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა ლადო კახაძე, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებში, 2016 წელს კენჭს იყრიდა პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით, რომელიც, სანამ პუტინთან იმღერებდა, მაშინ ძალიან დაახლოებული პირი იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. 

„ხდება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაახლოება და როგორც მინიმუმ მზადდება კოალიციური მთავრობის შექმნა, ანდა ხელისუფლების გადაბარება. ეს სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ მიტოვებს.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიბერალურ ფრთად. ჩემთვის შავგულიძე და კახაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთია“, - განიცხადა კობა დავითაშვილმა „რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×